Тбилиси

Пятница, 14 Август

23°
Местами солнечно

Последующие 24 часа

20 Часов
23°
21 Часов
23°
22 Часов
22°
23 Часов
22°
19 Часов
23°

Ветер и давление

Скорость ветра:

20 kph, NE

Давление:

101.40 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

23°

23°

NE

77 %

20 kph

101.40 kpa

16 km

Официальный курс
14 Авг 15 Авг
1 USD 2.6171 2.6162 -0.03%
1 EUR 3.0191 3.0233 0.14%
100 RUB 3.1286 3.1105 -0.58%
ვითარება საფრანგეთში ანომალიური სიცხეების ფონზე
ვითარება საფრანგეთში ანომალიური სიცხეების ფონზე

და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში რე­კორ­დუ­ლი სი­ცხის ტალ­ღა მძი­მე შე­დე­გებს იწ­ვევს. საფ­რან­გე­თის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი მდი­ნა­რე, ლუ­ა­რა, ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვეთ­ში თით­ქმის მთლი­ა­ნად დაშ­რა და ქვი­ში­ან კა­ლა­პო­ტად გა­და­იქ­ცა.

მონ­ჟან-სიურ-ლუ­ა­რის რა­ი­ონ­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რომ 1000 კი­ლო­მეტრზე მეტი სიგ­რძის მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­ში წყლის ნაც­ვლად ქვი­შაა დარ­ჩე­ნი­ლი, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მცი­რე გუ­ბით. მსგავ­სი ვი­თა­რე­ბაა დუ­ბის მდი­ნა­რე­ზეც, სა­დაც ძლი­ე­რი სი­ცხი­სა და მშრა­ლი ამინ­დის გამო წყლის დონე მკვეთ­რად და­ე­ცა.ექ­სტრე­მა­ლურ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ საფ­რან­გეთ­ში არა­ერ­თი პრობ­ლე­მა შექ­მნა. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით დრო­ე­ბით და­ი­ხუ­რა სკო­ლე­ბი, ათი­ა­თა­სო­ბით ოჯახს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდა, ხოლო სი­ცხეს, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

გვალ­ვის გამო წყლის მა­რა­გე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და. რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ში ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ წყლის მოხ­მა­რე­ბის უმაღ­ლე­სი, „კრი­ზი­სუ­ლი“ რე­ჟი­მი აა­მოქ­მე­და. მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დეს, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ზო­გონ სას­მე­ლი წყა­ლი, არ მორ­წყან ბა­ღე­ბი, არ გა­რე­ცხონ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და არ შე­ავ­სონ კერ­ძო სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი.

ევ­რო­კავ­ში­რის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის Copernicus Climate Change Service (C3S)-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2026 წლის ივ­ნი­სი მსოფ­ლი­ო­ში ის­ტო­რი­ა­ში მე­ო­რე ყვე­ლა­ზე ცხე­ლი ივ­ნი­სი იყო. და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რამ 20.74 გრა­დუს ცელ­სი­უსს მი­აღ­წია, რაც 1991-2020 წლე­ბის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს და­ახ­ლო­ე­ბით 3 გრა­დუ­სით აღე­მა­ტე­ბა.

საფ­რან­გეთ­ში 24 ივ­ნისს თით­ქმის 80-წლი­ა­ნი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ფიქ­სირ­და. ქა­ლაქ პი­სოს­ში ჰა­ე­რი 44,3 გრა­დუ­სამ­დე გა­ცხელ­და, რის გა­მოც ქვეყ­ნის ნა­წილ­ში წი­თე­ლი საფრ­თხის დონე გა­მო­ცხად­და.

სი­ცხეს­თან ერ­თად ევ­რო­პა მას­შტა­ბურ ტყის ხან­ძრებ­საც ებ­რძვის. პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­სა და სა­ბერ­ძნეთ­ში ხან­ძრებ­მა უკვე 19 000 ჰექ­ტარ­ზე მეტი ტე­რი­ტო­რია გა­ა­ნად­გუ­რა.

ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძლი­ე­რი ქა­რის, უკი­დუ­რე­სი სი­ცხი­სა და მშრა­ლი ჰა­ე­რის გამო ხან­ძრის ფარ­თო­ბი მხო­ლოდ ერთ დღე­ში თით­ქმის სამ­ჯერ გა­ი­ზარ­და. შე­დე­გად, ერთი მე­ხან­ძრე და ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი და­შავ­და.

მეც­ნი­ე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მსგავ­სი ექ­სტრე­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის ფონ­ზე სულ უფრო ხში­რი და ინ­ტენ­სი­უ­რი ხდე­ბა.

„კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა უკვე რე­ა­ლო­ბაა. მის შე­დე­გებს ყო­ველ­დღი­უ­რად ვხე­დავთ და ეს მხო­ლოდ ივ­ლი­სის და­სა­წყი­სია,“ — გა­ნა­ცხა­და საფ­რან­გე­თის სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, პოლ­კოვ­ნიკ­მა ერიკ ბელ­ჯო­ი­ნომ და მო­სახ­ლე­ო­ბას ხან­ძრის გა­ჩე­ნის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­და.

მეც­ნი­ე­რე­ბი აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ თუ გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის ტემ­პი არ შემ­ცირ­დე­ბა, მსგავ­სი მას­შტა­ბის სი­ცხის ტალ­ღე­ბი და მათი და­მან­გრე­ვე­ლი შე­დე­გე­ბი მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო ხში­რი გახ­დე­ბა.

წყარო: ambebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
ევროპაში სიცხე სულ უფრო მწვავდება - სად დაწესდა წყლისა და ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვები
ევროპაში სიცხე სულ უფრო მწვავდება - სად დაწესდა წყლისა და ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვები
ევროპის უდიდესი მდინარეები შრება - როგორ გადაიქცა კლიმატური კრიზისი ენერგეტიკისა და ეკონომიკის პრობლემად
ევროპის უდიდესი მდინარეები შრება - როგორ გადაიქცა კლიმატური კრიზისი ენერგეტიკისა და ეკონომიკის პრობლემად
საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
ძლიერმა წვიმებმა იაპონიაში წყალდიდობა და მასშტაბური შეფერხებები გამოიწვია
ძლიერმა წვიმებმა იაპონიაში წყალდიდობა და მასშტაბური შეფერხებები გამოიწვია

კილომეტრი
მილი
USD
GEL