თბილისი

კვირა, 13 სექტემბერი

28°
ნაწილობრივ მზიანი

ამინდი საათების მიხედვით

16 საათი
30°
17 საათი
29°
18 საათი
27°
19 საათი
26°
20 საათი
25°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

7 kph, N

წნევა:

101.70 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

28°

28°

N

44 %

7 kph

101.70 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
11 სექ 12 სექ
1 USD 2.6101 2.6095 -0.02%
1 EUR 3.0342 3.0247 -0.31%
100 RUB 3.1036 3.0923 -0.36%
ევროპაში სიცხე სულ უფრო მწვავდება - სად დაწესდა წყლისა და ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვები
ევროპაში სიცხე სულ უფრო მწვავდება - სად დაწესდა წყლისა და ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვები

ევროპაში აგვისტოს დასაწყისში ძლიერი სიცხე და ხანგრძლივი გვალვა კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. ყველაზე მძიმე მდგომარეობა სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაშია, სადაც მაღალი ტემპერატურა უკვე გავლენას ახდენს არა მხოლოდ გარემოზე, არამედ წყლის რესურსებსა და ენერგოსისტემებზეც. რამდენიმე ქვეყანაში ხელისუფლებამ წყლისა და ელექტროენერგიის დაზოგვის სპეციალური ზომები უკვე აამოქმედა.

წყლის მოხმარების შეზღუდვები საფრანგეთში

ყველაზე ფართო მასშტაბის შეზღუდვები ამ დროისთვის საფრანგეთში მოქმედებს. ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში, სადაც გვალვა განსაკუთრებით გაღრმავდა, ადგილობრივმა მმართველობამ წყლის მოხმარების მკაცრი რეჟიმი დააწესეს.

შეზღუდვები მოიცავს: ბაღებისა და გაზონების მორწყვას დღის საათებში; კერძო აუზების შევსებას; ავტომობილების რეცხვას; სასოფლო-სამეურნეო სარწყავი წყლის გამოყენებას გარკვეულ საათებში. საფრანგეთის გარემოს დაცვის უწყება აცხადებს, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად მკაცრდება იმ რეგიონებში, სადაც წყლის მარაგი განსაკუთრებით მცირდება.

ნიდერლანდები და ესპანეთი - ადგილობრივი ლიმიტები

ნიდერლანდებში პრობლემის მთავარი მიზეზი რაინის მდინარეში წყლის დაბალი დონეა. რამდენიმე რეგიონში მოქმედებს წყლის დაზოგვის რეჟიმი, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში.

ესპანეთში კი წყლის მოხმარების შეზღუდვები მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რეგიონების დონეზეა დაწესებული. სამხრეთ და აღმოსავლეთ ესპანეთში შეზღუდულია დეკორატიული შადრევნების მუშაობა და სარწყავი სისტემების გამოყენება.

ენერგეტიკული ზეწოლა უნგრეთში - გვალვამ სერიოზული გავლენა მოახდინა უნგრეთის ენერგოსისტემაზეც. დუნაის წყლის ისტორიულად დაბალმა დონემ საფრთხე შეუქმნა Paks-ის ატომური ელექტროსადგურის მუშაობას, რომელიც ქვეყნის ელექტროენერგიის დაახლოებით ნახევარს აწარმოებს.

ამ ფონზე ხელისუფლებამ მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა და მსხვილ საწარმოებს მოხმარების შემცირება მოსთხოვა. ასევე ამოქმედდა საგანგებო მექანიზმები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში სავალდებულო დაზოგვის რეჟიმის დაწესების საშუალებას იძლევა.

რუმინეთში წარმოების დროებითი შეჩერება - დუნაის წყლის დონის ვარდნამ პრობლემები შექმნა რუმინეთის Cernavodă-ს ატომურ ელექტროსადგურშიც, სადაც ერთ-ერთი რეაქტორი დროებით გაჩერდა.

შედეგად მთავრობამ ენერგიის დაზოგვის კამპანია დაიწყო, ხოლო რამდენიმე მსხვილმა საწარმომ, მათ შორის ავტომწარმოებლებმა Dacia-მ და Ford-მა, ელექტროენერგიის მოხმარების შესამცირებლად წარმოება დროებით შეაჩერა.

სერბეთი - გაფრთხილება მოსახლეობას - სერბეთში ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება მნიშვნელოვნად შემცირდა. ხელისუფლება მოსახლეობასა და ბიზნესს აქტიურად მოუწოდებს ელექტროენერგიის დაზოგვისკენ, თუმცა საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის სავალდებულო ლიმიტები ჯერ-ჯერობით არ დაწესებულა.

ამ დროისთვის ევროპაში არ მოქმედებს კონტინენტის მასშტაბის საერთო შეზღუდვები, ცალკეულ ქვეყნებსა და რეგიონებში არსებული საგენგებო ზომების მიუხედავად. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიმდინარე სიცხის ტალღა და გვალვა მხოლოდ დროებითი ამინდის მოვლენა აღარ არის. წყლის რესურსებსა და ენერგოსისტემებზე მზარდი ზეწოლა ევროპულ ქვეყნებს აიძულებს, კლიმატური რისკები უკვე ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის მართვის მთავარ საკითხად განიხილონ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
როდის აფერხებს ამინდი ავიარეისებს და რა უფლებები აქვს მგზავრს
როდის აფერხებს ამინდი ავიარეისებს და რა უფლებები აქვს მგზავრს
5 ქალაქი ევროპაში, სადაც სექტემბერში მოგზაურობისთვის საუკეთესო ამინდია
5 ქალაქი ევროპაში, სადაც სექტემბერში მოგზაურობისთვის საუკეთესო ამინდია
ელჭექი და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება დღეს დედაქალაქსა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილში
ელჭექი და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება დღეს დედაქალაქსა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილში
როგორ მოქმედებს გლობალური დათბობა ავიაციაზე
როგორ მოქმედებს გლობალური დათბობა ავიაციაზე

კილომეტრი
მილი
USD
GEL