Tbilisi

Sunday, 13 September

28°
Partly Sunny

Hourly Forecast

15 Hours
29°
16 Hours
30°
17 Hours
29°
18 Hours
28°
19 Hours
26°

Wind and pressure

Wind Speed:

7 kph, SSW

Pressure:

101.70 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

28°

28°

SSW

44 %

7 kph

101.70 kpa

16 km

Official course
11 Sep 12 Sep
1 USD 2.6101 2.6095 -0.02%
1 EUR 3.0342 3.0247 -0.31%
100 RUB 3.1036 3.0923 -0.36%
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები ცხელ დღეებთან დაკავშირებით
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები ცხელ დღეებთან დაკავშირებით

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს.

ცენტრის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის პერიოდში სასურველია დღის ყველაზე ცხელ საათებში ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება. სპეციალისტები მოსახლეობას საკმარისი რაოდენობით წყლის მიღებისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, თავი აარიდონ ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინის შემცველი სასმელების მოხმარებას. ასევე, რეკომენდებულია მაღალინტენსიური ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავება და მისი გადატანა დღის შედარებით გრილ მონაკვეთში, დილის საათებში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მკაცრად აფრთხილებს მშობლებსა და შინაური ცხოველების პატრონებს, რომ დაუშვებელია ბავშვებისა და ცხოველების გაჩერებულ ავტომობილში დატოვება, რადგან მაღალი ტემპერატურა მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ქუჩაში გასვლისას რეკომენდებულია ღია ფერის, თავისუფალი და ნატურალური ქსოვილის ტანსაცმლის ტარება, ასევე ქუდის, ქოლგისა და მზისგან დამცავი სათვალის გამოყენება. საცხოვრებელ სივრცეში კი მნიშვნელოვანია სიგრილის შენარჩუნება, ხოლო ოთახების განიავება ღამისა და დილის საათებში.სპეციალისტების განმარტებით, თბური ტალღები და მაღალი ტემპერატურა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. კლიმატის ცვლილების ფონზე, საქართველოშიც იზრდება მაღალი ტემპერატურის ეპიზოდების სიხშირე და ხანგრძლივობა, რაც ტემპერატურისადმი მგრძნობიარე დაავადებების გავრცელებას, ასევე ქრონიკული არაგადამდები დაავადებების გამწვავებას უწყობს ხელს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
რატომ წვიმს შემოდგომაზე ხშირად? - მეტეოროლოგიური მიზეზები და ბუნების კანონზომიერება
რატომ წვიმს შემოდგომაზე ხშირად? - მეტეოროლოგიური მიზეზები და ბუნების კანონზომიერება
5 ქალაქი ევროპაში, სადაც სექტემბერში მოგზაურობისთვის საუკეთესო ამინდია
5 ქალაქი ევროპაში, სადაც სექტემბერში მოგზაურობისთვის საუკეთესო ამინდია
მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში ძლიერი წვიმა და წყალდიდობის საფრთხეა
მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში ძლიერი წვიმა და წყალდიდობის საფრთხეა
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

კილომეტრი
მილი
USD
GEL