Tbilisi

Sunday, 13 September

28°
Partly Sunny

Hourly Forecast

16 Hours
30°
17 Hours
29°
18 Hours
27°
19 Hours
26°
20 Hours
25°

Wind and pressure

Wind Speed:

7 kph, N

Pressure:

101.70 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

28°

28°

N

44 %

7 kph

101.70 kpa

16 km

Official course
11 Sep 12 Sep
1 USD 2.6101 2.6095 -0.02%
1 EUR 3.0342 3.0247 -0.31%
100 RUB 3.1036 3.0923 -0.36%
ევროპა სიცხისა და ცეცხლის ალში – რატომ გახდა წლევანდელი ტყის ხანძრები განსაკუთრებით მასშტაბური?
ევროპა სიცხისა და ცეცხლის ალში – რატომ გახდა წლევანდელი ტყის ხანძრები განსაკუთრებით მასშტაბური?

ევროპა 2026 წლის ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ბუნებრივ კრიზისს ებრძვის. საფრანგეთსა და ესპანეთში მასშტაბური ტყის ხანძრები კვლავ აქტიურია, ათასობით მეხანძრე უწყვეტ რეჟიმში ცდილობს ცეცხლის ლოკალიზებას, ხოლო ასიათასობით ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება მოუხდა.

ყველაზე რთული ვითარება საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, ჟირონდის რეგიონშია, სადაც ცეცხლი ბორდოს მიმდებარე ტერიტორიებს მიუახლოვდა. საფრანგეთში ევაკუირებულია დაახლოებით 220 000 ადამიანი, ხოლო მეზობელ ესპანეთში კიდევ 75 000-ზე მეტი. დამატებით, დაახლოებით 30 000 მოსახლეს უსაფრთხოების მიზნით შინ დარჩენის მითითება მიეცა.

ხანძრების მასშტაბმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც აიძულა, კრიზისის მართვის სპეციალური შეხვედრა მოეწვია. ხელისუფლება აცხადებს, რომ მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, მოსალოდნელი ახალი სიცხის ტალღა ხანძრების ჩაქრობას კიდევ უფრო გაართულებს.

რატომ არის წლევანდელი ხანძრები ასეთი ძლიერი?

მეტეოროლოგების შეფასებით, მიზეზი ერთი ფაქტორი არ არის. რამდენიმე გარემოება ერთმანეთზე ზედიზედ დაემთხვა.

ზამთარში ევროპის ამ ნაწილში უჩვეულოდ ბევრი ნალექი მოვიდა, რამაც ბალახისა და ბუჩქნარის ინტენსიური ზრდა გამოიწვია. თუმცა გაზაფხულზე ნალექები მკვეთრად შემცირდა, ზაფხულში კი რეგიონმა უკვე რამდენიმე ძლიერი სიცხის ტალღა გადაიტანა. შედეგად, გაზრდილი მცენარეულობა მთლიანად გამოშრა და უკიდურესად აალებად მასად გადაიქცა.

სპეციალისტების თქმით, ასეთ პირობებში ერთი ნაპერწკალიც კი საკმარისია, რომ ხანძარი სწრაფად გავრცელდეს. თავდაპირველად იწვის მშრალი ბალახი და ფიჭვის ნემსები, შემდეგ კი ცეცხლი უფრო მსხვილ ბუჩქებსა და ხეებს ედება, რის გამოც მისი ჩაქრობა გაცილებით რთულდება.

ხანძრის გავრცელებას განსაკუთრებით ძლიერი და მიმართულების სწრაფად ცვლადი ქარი უწყობს ხელს. საფრანგეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ხანძარმა მიმართულება მოულოდნელად შეიცვალა, რის გამოც მეხანძრეებს ოპერაციის ტაქტიკის შეცვლა მოუწიათ. ზოგ შემთხვევაში ქარის მიმართულებას თავად ხანძარიც ცვლის, რაც ცეცხლის ქცევას თითქმის არაპროგნოზირებადს ხდის.

მეცნიერები კიდევ ერთ იშვიათ, მაგრამ განსაკუთრებით საშიშ მოვლენაზეც ამახვილებენ ყურადღებას. ეს გახლავთ ე.წ. „ცეცხლის ღრუბლების“ ფორმირება.

ისინი მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ხანძრისგან წარმოქმნილი ძლიერი სიცხე და კვამლი ატმოსფეროში ძალიან მაღლა ადის და ღრუბელს ქმნის. ასეთი ღრუბლები ხშირად თავად წარმოქმნის ძლიერ ქარსა და ელვას, რომელსაც ახალი ხანძრების გაჩენაც შეუძლია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს ფენომენი, რომელიც ადრე უფრო ავსტრალიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში იყო დამახასიათებელი, ახლა ევროპაშიც სულ უფრო ხშირად ფიქსირდება.

როდის შემცირდება საფრთხე?

ევროპის ტყის ხანძრების მონიტორინგის სამსახურის (EFFIS) პროგნოზით, მიმდინარე კვირაშიც საფრანგეთსა და პირენეს ნახევარკუნძულზე ტემპერატურა საშუალოზე მაღალი იქნება, ხოლო ნალექი - საშუალოზე ნაკლები. სწორედ ეს პირობები ზრდის ახალი ხანძრების გაჩენისა და უკვე არსებული კერების ხელახლა გააქტიურების რისკს.

ექსპერტების შეფასებით, თუ რეგიონში მნიშვნელოვანი ნალექი არ მოვა, ხანძრების მაღალი საფრთხე აგვისტოშიც შენარჩუნდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
რატომ წვიმს შემოდგომაზე ხშირად? - მეტეოროლოგიური მიზეზები და ბუნების კანონზომიერება
რატომ წვიმს შემოდგომაზე ხშირად? - მეტეოროლოგიური მიზეზები და ბუნების კანონზომიერება
ელჭექი და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება დღეს დედაქალაქსა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილში
ელჭექი და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება დღეს დედაქალაქსა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილში
რატომ გვეძინება შემოდგომაზე ასე ადრე? - ამინდის გავლენა ჩვენს ბიოლოგიურ საათზე
რატომ გვეძინება შემოდგომაზე ასე ადრე? - ამინდის გავლენა ჩვენს ბიოლოგიურ საათზე
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

კილომეტრი
მილი
USD
GEL