თბილისი

სამშაბათი, 30 აპრილი

15°
მზიანი

ამინდი საათების მიხედვით

8 საათი
18°
9 საათი
20°
10 საათი
22°
11 საათი
24°
12 საათი
25°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

4 kph, N

წნევა:

102.00 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

16°

15°

N

71 %

4 kph

102.00 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
27 აპრ 30 აპრ
1 USD 2.6760 2.6835 0.28%
1 EUR 2.8713 2.8762 0.17%
100 RUB 2.9096 2.8785 -1.07%
დღეს მზის დაბნელებაა
დღეს მზის დაბნელებაა

2024 წლის 8 აპრილს მზის სრული დაბნელება წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში დაიწყება, შემდეგ კი ის ჩრდილოეთ ამერიკას, მექსიკას, შეერთებულ შტატებს და საბოლოოდ, კანადას გადაკვეთს. იგი 4 წუთსა და 28 წამს გაგრძელდება. შემდეგი დაბნელება მხოლოდ 2026 წელს მოხდება და ის ძირითადად ატლანტის ოკეანეში იქნება ხილული.

მზის დაბნელება — ბუნებრივი მოვლენა, ხდება მთვარის მოხვედრისას მზესა და დედამიწას შორის, რის გამოც დედამიწაზე მყოფებისთვის მზე სრულად ან ნაწილობრივ დაფარულია. დაბნელება შეიძლება იყოს ნაწილობრივი ან სრული.

მისი სისრულე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახლოს იმყოფება მთვარე დედამიწასთან. ნაწილობრივი მზის დაბნელების დროს მთვარე იმყოფება დედამიწიდან მაქსიმალურ მანძილზე, ამიტომ ის მზეზე პატარა ჩანს და მთლიანად არ ფარავს მას.

ამ ფენომენს გვერდითი ეფექტები მაინც აქვს. აღინიშნება, ტემპერატურის კლება, ცხოველებისა და ჩიტების ქცევის ცვლილება. გარდა ამისა, მზის უეცარი დაბნელება და შემდეგ გამონათება მცენარეებზე უჩვეულო გავლენას ახდენს.

მზის დაბნელებაზე დაკვირვება შეგიძლიათ მხოლოდ სპეციალური, ძალიან მუქი სათვალეებით ან სპეციალისტების მიერ რეკომენდებული სხვა მოწყობილობებით – წინააღმდეგ შემთხვევაში მხედველობა შეიძლება სერიოზულად დაზიანდეს.

რაც შეეხება დაბნელების ხანგრძლივობას, თითოეულ ადგილას ის განსხვავებულია. ასტრონომების აზრით, ერთ ადგილას დაბნელების თეორიული მაქსიმალური ხანგრძლივობა 7 წუთი და 32 წამია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს, ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია წვიმა
საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს, ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია წვიმა
ზესტაფონი, ქუთაისი… - გაიგეთ, კიდევ რომელ ქალაქში დათბება 38 გრადუსამდე
ზესტაფონი, ქუთაისი… - გაიგეთ, კიდევ რომელ ქალაქში დათბება 38 გრადუსამდე
რა ფერია სინამდვილეში "ვარდისფერი მთვარე", რომელიც ცაზე გუშინ გამოჩნდა
რა ფერია სინამდვილეში "ვარდისფერი მთვარე", რომელიც ცაზე გუშინ გამოჩნდა
ათენი ნარინჯისფერმა მტვრის ღრუბლებმა დაფარა
ათენი ნარინჯისფერმა მტვრის ღრუბლებმა დაფარა

კილომეტრი
მილი
USD
GEL